გორში, ტაქსის მძღოლებს მერიამ იუსტიციის სახლთან დგომის უფლება ახალ წლამდე მისცა

463

გორში, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც იუსტიციის სახლის მიმდებარედ დგანან, მერიამ საშეღავათო პერიოდი მისცა. ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მერიიდან აცნობეს. 

“მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მათ მიეცათ საშეღავათო პერიოდი ახალ წლამდე, რომ იუსტიციის სახლთან შეუფერხებლად განახორციელონ საქმიანობა. ახალი წლის შემდეგ კი ისინი გადავლენ წმინდაწყალზე, ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე”,- განმარტეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, გორის მერიის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის მიმდინარე ტეროტორიაზე განთავსდა საგზაო ნიშნები “გაჩერება აკრძალულია” და “შესვლა აკრძალულია”, რაც მძღოლებმა გააპროტესტეს.