გურჯაანში წინასაახალწლოდ გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ

607

გურჯაანში მოვაჭრეები წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

მათი ინფორმციით, ორი დღეა რაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპიროს ქუჩაზე პროდუქციის რეალიზაცია დაიწყეს, თუმცა, დღეს მათ მერიის წარმომადგენლებმა გაფრთხილება მისცეს და ვაჭრობა აუკრძალეს.

ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობა სადღესასწაულო დღეებში ყველა მუნიციაპლიეტეტშია ნებადართული და მხოლოდ მათ უკრძალავენ. ისინი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ და მერიას ორი კვირით ნებართვას სთხოვენ.

ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ კანონმდებლობით გარევაჭრობა აკრძალულია და მას არც წინასაახალწლოდ დაუშვებენ.