გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც მთავრობის გუნდის წევრებს შორის, ასევე ბიზნეს სექტორთან. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გარკვეული სცენარები განიხილება და შესაძლოა, ხვალაც გახდეს ცნობილი. „შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, შეხვედრები და კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან, რადგან ჩვენ გვესმის, რომ შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ ეპიდემიოლოგიურ...
ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2 880 მეტრ სიმაღლეზე არის გათვალისწინებული საუღელტეხილო მონაკვეთი, რომელიც ფიზიკურად ვერ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში პანკისი-თუშეთის გზასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა. "შესაძლოა, წლების შემდეგ ეს ფასი ან ტექნოლოგია იყოს გამართლებული ამ გზის გასაყვანად. დაახლოებით 500 მილიონი ჯდება თუშეთი-ხევსურეთის გამაერთიანებელი გზის გაყვანის პროექტი, რასაც ასევე, მძიმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში გამოვიყენებთ და შესაბამისად...
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას განაცხადებით, 2018-2020 წლებში “ჯივიპიმ” წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა. ბაბუხადიას თქმით, 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად შემცირდა მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხი. მისივე განცხადებით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას. ,,ბოლო სამ...
"GWP-ს“ გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, 2018-2020 წლებში თბილისის ზედა ზონებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის. მისი თქმით, ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასდროს ჰქონიათ - ეს არის თბილისის ზედა ზონები: ტაბახმელა, კოჯორი, შინდისი, კვესეთი და ბეთანია. ბაბუხადიას თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი...
130 ათასი ბენეფიციარის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე გათვლილი პროექტები მიმდინარეობს კახეთში, საიდანაც 90 ათას ადამიანს პირველად ექნება ცენტრალური წყალმომარაგება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტში ხარვეზი აღმოჩნდა და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს ასწორებს. "სამწუხაროდ, პრობლემურია საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტი, ხარვეზი აღმოჩნდა უშუალოდ გამოყენებულ მასალაში და კონტრაქტორი თავისივე ხარჯით ამ ხარვეზს...
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა. კერძოდ, უკვე დასრულდა საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის 4 -მა კანდიდატმა წარმოადგინა. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის...
„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. როგორც ინაშვილმა განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. „მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს...
საქართველოს პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვაზე იმსჯელა და ცნობად მიიღო. კერძოდ, მიმართვის თანახმად, კომიტეტებიდან კონკრეტული დეპუტატები გაიწვიეს და მათ სხვა დეპუტატები ჩაანაცვლებენ. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ზაზა ლომინაძე გაიწვიეს და ამავე კომიტეტში მას ირაკლი ბერაიას ჩაანაცვლებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტიდან გაწვეულია გია ბენაშვილი და ირაკლი ბერაია , მათ ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან ელგუჯა გოცირიძე გაიწვიეს და კომიტეტში მას მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებენ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 23 დეკემბრის 12:00 საათიდან პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიებზე გააგრძელებს. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის...
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. როგორც კანონოპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტით მკაფიოდ არის გათვალისწინებული რა შემთხვევაში შეუწყდება პარტიას და კონკრეტულ დეპუტატს დაფინანსება. მისივე განცხადებით, თუკი რომელიმე პარტია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეწევა როგორც მათი წარმომადგენლობის, ასევე, პარლამენტის საბოტაჟს, ის უგულვებელყოფს ხალხის ნების განხორციელებას და დაფინანსების მიზნობრიობა არის კონტრპროდუქტიული, შესაბამისად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. „ეს...
ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, 2021 წლისთვის 30%-ით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა ეს თანხაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი და სასურველი პროექტი დავაფინანსოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსების გაზრდას 36%-ით იგეგმება. "ეს არის მიმართულება, რომლის განხორციელება მნიშვნელოვანია დიდი მიზნის მისაღწევად -...
„საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს. კანონში პირდაპირ იწერება, რომ თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, ცესკოს განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება. აღნიშნულ საკითხზე ცესკო-სთვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტს ან ადგილობრივ...
პოლიტიკური პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ეს ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის ავტორთა შეფასებით, თუ პარტიას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არც ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი უნდა მიიღოს, როგორც არის უფასო საეთერო დრო. საკანონმდებლო პაკეტის მთავარი არსი კი ისაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ...
ორწლიანი პროგრამის შედეგად 41 სასწრაფო დახმარების ახალი შენობა ავაშენეთ, რომლებითაც პანდემიის პირობებში ყველანი ვსარგებლობთ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მისივე თქმით, განხორციელდა 200-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია და 105 ამბულატორიის მშენებლობა. დროებით გაჩერდა პროექტი იმის გათვალისწინებით რომ უკვე ძალიან ბევრი რამ ამ მიმართულებით გაკეთდა. „400- მდე ახალი ობიექტი შეიქმნა, მას სჭირდება აღჭურვა და დაკომპლექტება...
მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და...
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით 1 თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან ერთად გაზიფიცირებასა და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2022 წლიდან ასევე 3 წლით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ