საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 23 დეკემბრის 12:00 საათიდან პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიებზე გააგრძელებს.
„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს. შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ პარლამენტს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუწევს.