პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების თაობაზე ცნობად მიიღო

352

საქართველოს პარლამენტის ბიურომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიმართვაზე იმსჯელა და ცნობად მიიღო.

კერძოდ, მიმართვის თანახმად, კომიტეტებიდან კონკრეტული დეპუტატები გაიწვიეს და მათ სხვა დეპუტატები ჩაანაცვლებენ.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ზაზა ლომინაძე გაიწვიეს და ამავე კომიტეტში მას ირაკლი ბერაიას ჩაანაცვლებს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტიდან გაწვეულია გია ბენაშვილი და ირაკლი ბერაია , მათ ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან ელგუჯა გოცირიძე გაიწვიეს და კომიტეტში მას მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებენ რესან კონცელიძე და მიხეილ სარჯველაძე, მათ კახა კახიშვილი და მიხეილ დაუშვილი ჩაანაცვლებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტიდან გოგი მეშველიანი და ირაკლი ქადაგიშვილი გაიწვიეს და მათ ნაცვლად რესან კონცელიძე და რატი იონათამიშვილი წარადგინეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან გაიწვიეს კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე და ელისო ბოლქვაძე, ამავე კომიტეტში მათ მიხეილ დაუშვილი და თამარ ტალიაშვილი წარადგინეს.

დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან რესან კონცელიძე გაიწვიეს და მას ვიქტორ სანიკიძე ჩაანაცვლებს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მიხეილ დაუშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი ტოვებენ და მათ ნინო წილოსანი და ელგუჯა გოცირიძე ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მას ტოვებენ თამარ ტალიაშვილი, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე, ხოლო მათ ჩაანაცვლებენ სავალან მირზოევი და ელისო ბოლქვაძე.

ცვლილებები კომიტეტების შემადგენლობაში 24 დეკემბრის შემდეგ განხორციელდება.