აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმაც წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ იმ მთავარ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს. „პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის მართვა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გლობალური გამოწვევის დაძლევა. ამის პარალელურად, არ უნდა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2020 წლის 1 ივლისიდან 22 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. TI-ის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში წერია, რომ ძალადობის შემთხვევების არაეფექტიან გამოძიებაზე, საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის საარჩევნო კომისიების პოლიტიზებასა და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მობილიზებაზე საუბრობს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური...
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 9 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ნაძალადევის გამგეობამ წელს 388 000 ლარი დახარჯა. „კალათბურთის ახალი, თანამედროვე ტიპის მოედანი მოეწყო ზღვისუბნის XI მ.რ. II კვ. 36-ე კორპუსთან, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-ში (მე-15 კორპუსის მიმდებარედ) კი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდა. ახალი მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ...
ქუთაისში ბაზრობის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა. შპს „იმერეთის" ბაზრობის თანამშრომლები ბაზრობასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას მოითხოვენ. ბაზრის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები გახსნა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სეზონური პროდუქცია აქვთ და თუ სეზონზე არ გაყიდეს ზარალდებიან, ამასთან სესხები აქვთ და ვერ იხდიან, ამიტომ იძულებული არიან ქუჩაში გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები...
ბაზრობებს სხვადასხვა ქალაქებში აქვს სხვადასხვა სპეციფიკა. ზოგიერთი არის უფრო ღია სივრცეში, ზოგს აქვს მეტი მაღაზია ვიდრე ღია სივრცე. ძალიან რთული იქნებოდა იმის გამიჯვნა, ვის შეეძლო მუშაობა და ვის არა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „მაღაზიებისგან განსხვავებით, არის მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებელი პირი წესების დაცვის მხრივ. მოლებში არის ადმინისტრაცია. ბაზრობებზე კი არის ათასობით...
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა...
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. "ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა...
პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნის - , ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მმართველი გუნდი საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს გაუგზავნის ასევე „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს. „დღეს უმრავლესობის ლიდერმა მართველი გუნდის სახელით განაცხდა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და ვაპირებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე ორივე...
დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება. კერძოდ, დღეიდან: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით; 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ...
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა. "დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...
აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას გამოყოფს მიღწევებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. მისივე თქმით, გასაჩივრების პროცესიც ხარვეზებით იყო სავსე. შედეგად კი ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. დეგნანმა ეს წამყვანის კიითხვის საპასუხოდ თქვა: არჩევნებზე და მანამდე იყო თუ არა სრულად რეალიზებული 8...
ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით. მისი თქმით, ბოლო 30 წელია არჩევნებში თითქმის იგივენაირი დარჩვევებია. "აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილი ვიყოთ, თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია — ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებენ ოდირისა და...
მომავალ მინისტთა კაბინეტის წარმომადგენლებს დღეს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა. მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია; რეგიონული...
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრები დასამტკიცებლად წარუდგინა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძის კანდიდატურები განიხილება. კომიტეტებზე თითოეულ კანდიდატს...
პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილის „მონას" ფონზე უწევთ. როგორც „ინტერპრესნიუსს" მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრმა ლაშა ხუსკივაძემ განუცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. „სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც...
"ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს. „საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული. ამასთან, „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის გამო. „ევროპის სახალხო პარტია ღრმად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ