აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრები დასამტკიცებლად წარუდგინა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძის კანდიდატურები განიხილება.
კომიტეტებზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენენ და საბოლოოდ რიგგარეშე სესიაზე მათი დამტკიცება მოხდება.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ არის საჭირო და ისინი საქმეს თავს კარგად ართმევენ.