“ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს.
„საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.
ამასთან, „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის გამო.
„ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.