24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება

383

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდა მატარებლების ბილეთები ონლაინპლატფორმების მეშვეობით, შეძლებს ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.