კელი დეგნანი: ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით

498

ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით. მისი თქმით, ბოლო 30 წელია არჩევნებში თითქმის იგივენაირი დარჩვევებია.

“აშკარაა, რომ ქართველი ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იმავე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილი ვიყოთ, თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია — ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში. ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ, სურთ, რომ შეიცვალოს სისტემა, ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას”, — განაცხადა დეგნანმა ფორმულას ეთერში (ფორმულას თარგმანი).