ქუთაისში ბაზრობის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა. შპს „იმერეთის” ბაზრობის თანამშრომლები ბაზრობასთან შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას მოითხოვენ.
ბაზრის თანამშრომლების თქმით, ბაზრობაზე ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები გახსნა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სეზონური პროდუქცია აქვთ და თუ სეზონზე არ გაყიდეს ზარალდებიან, ამასთან სესხები აქვთ და ვერ იხდიან, ამიტომ იძულებული არიან ქუჩაში გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას მოითხოვენ. მათ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა, მისი თქმით, ხელისუფლება თავად ქმნის მოლებთან რიგებს და თუ ბაზრიბებს გახსნიდნენ, რიგები აღარ იქნებოდა.
სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა, ხოლო ნაწილი ძალაში დატოვა. მათ შორისაა, ბაზრის მუშაობა, რომელიც უკვე ერთი თვეა აკრძალულია.