პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნის

386

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნის – , ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მმართველი გუნდი საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს გაუგზავნის ასევე „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს.

„დღეს უმრავლესობის ლიდერმა მართველი გუნდის სახელით განაცხდა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და ვაპირებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე ორივე კანონპროექტი გადავაგზავნოთ შემდგომი შესწავლისა და საერთაშორისო სტანდარტების ფორმატში, ექსპერტული დასკვნისთვის ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიც არის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი. შესაბამისად, ეს გააჩერებს იმ კანონპროექტის რეჟიმს, რომელიც დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული და ჩვენ დაველოდებით იმ დასკვნებს, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოვა, რაც გახდება საფუძველი შემდგომი განხილვისა და მსჯელობის კუთხით“, – განაცხადა მიქანაძემ.