აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმაც წარუდგინა.
თორნიკე რიჟვაძემ იმ მთავარ ამოცანებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს.
„პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის მართვა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გლობალური გამოწვევის დაძლევა. ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკის გაძლიერება არის პირველი რიგის ამოცანა. ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების კუთხითაც გვმართებს ძალიან ოპერატიულად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება და სწორედ ეს პრიორიტეტებია წარმოდგენილი იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც განახორციელებს აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.