შსს-მ პირბადის წესის დარღვევაზე 24 საათში 400 პირი დააჯარიმა

318

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5
საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა”, — აცხადებენ შსს-ში.

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

უწყება მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.