ბაზრობებს სხვადასხვა ქალაქებში აქვს სხვადასხვა სპეციფიკა. ზოგიერთი არის უფრო ღია სივრცეში, ზოგს აქვს მეტი მაღაზია ვიდრე ღია სივრცე. ძალიან რთული იქნებოდა იმის გამიჯვნა, ვის შეეძლო მუშაობა და ვის არა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„მაღაზიებისგან განსხვავებით, არის მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებელი პირი წესების დაცვის მხრივ. მოლებში არის ადმინისტრაცია. ბაზრობებზე კი არის ათასობით მოვაჭრე ერთ სივრცეში, ძალიან ბევრი გასასვლელითა და გამოსასვლელით. ძალიან რთულია წესების დაცვა. სანამ შეზღუდვებს შემოვიღებდით, ვხედავდით და ყველანი ერთად ვწუხდით, რომ ბაზრობებზე ყველაზე ნაკლებად ხდებოდა იმ ელემენტარული წესების დაცვა, რომლებიც მაღაზიებში მეტად იყო დაცული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.