პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილის „მონას” ფონზე უწევთ.
როგორც „ინტერპრესნიუსს” მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრმა ლაშა ხუსკივაძემ განუცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
„სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ხუსკივაძემ.