მარნეულის მუინიციპალური ა(ა)იპ „სპორტული სკოლის“ საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. „სპორტსკოლაში“ აუდიტის სამსახურის შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა იაგო ნავერიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ მერიაში შექმნილიყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი რომელიც „სპორტსკოლის“ საქმიანობას შეისწავლიდა. რადიო „მარნეული“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას ცდილობდა, რათა გაგვერკვია, თუ რა ეტაპზე იყო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც გიორგაძემ 2020 წლის...
video
სოფელ გურჯაანში ქვემო წითელი უბნის გზის რეაბილიტაციაზე 320 ათას ლარზე მეტი იხარჯება. ამ ეტაპზე იგება ასფალტის პირველი საფარი. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯააანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდა.
რა ბედი ელის გურჯაანის ცენტრში მდებარე შადრევანს, ამ დრომდე უცნობია. მისი დემონატაჟის ან ამუშავების საკითხი წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ შადრევანთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გურჯაანელების აზრი კი ორად იყოფა. ნაწილი ამუშავებას, ნაწილი კი მის დემონტაჟს ითხოვს. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, შადრევანი 2011 წელს გაკეთდა და ყოფილმა...
ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს "პრაგმატული  გადაწყვეტილება რამდენიმე ძირითად მოსაზრებას დაეფუძნა". "რადიკალური ოპოზიცია, პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით, ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა - როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 164 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში...
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურმა მერიის საბინაო სამსახურში დარღვევები აღმოაჩინა. შიდა აუდიტის დასკვნა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა. შუშანიას განცხადებით, მერია  დოკუმენტს მალავდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. "ქუთაისის მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურში კორუფცია გამოავლინა. ეს ეხება საბინაო სამსახურის სამი წლის საქმიანობას. მილიონობით ლარს ხარჯავენ ბიუჯეტიდან სხვადასხვა კორპუსების შერემონტებისთვის, ატრაქციონების, სპორტული მოედნების მოწყობისათვის. ეს დასკვნა ამტკიცებს იმას, რომ...
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობს, ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც "მოქალქეების" წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული. აქციის მონაწილეეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურიც აქვთ დადგმული, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება და ამბობს, რომ "მანდატებს იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოებს 2 ლარად ყიდის". აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ბრუტუსის სახით "ქართული ოცნების" "კლოუნიადას" შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ...
სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესი, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს. „ასევე ვგეგმავთ ორი საბავშვო და ბაგა-ბაღის მშენებლობას. ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ N4 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოებს, რომლის დასრულების შემდეგ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელს...
პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასულ წელს საქართველოში 30 სკოლა აშენდა, განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია; 9 საჯარო სკოლაში სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩატარდა, ამასთან, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. 60 სკოლის მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ონლაინ რეჟიმში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა. თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ დედაქალაქისთვის არსებულ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ რეგულაციებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათი აპრილში, სავარაუდოდ, აღარ იქნება. „კომენდანტის საათის მოხსნაზე, ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ... მეზობლებში, რომ...
უფლისციხეში, ე.წ. ძველი კლუბის ადგილზე გასართობი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარი, გარეგანათება, დაიდგა დეკორატიული სკამები. სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო “უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა. სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე, გასართობი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. ეს ტერიტორია...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით დაფინანსდა. მათივე ცნობით, 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...
შინდისის ერთ-ერთ უბანს ახალი სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ინფორმაციით, 120 - მდე ოჯახს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. “დღემდე ე.წ. „ნახალოვკის“ უბანს, სოფლის სხვა უბნებისგან განსხვავებით, წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტი ითვალისწინებდა როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა - 474 474 ლარი, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო....
ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. საკითხს პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი წარადგენს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება და დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (50 დეპუტატი). სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას...
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ეს სიახლე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საპრევენციოდ, რადგან მგზავრებს ფულთან შეხება არ ექნებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის ავტოპარკი 20 ახალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით 5 ავტობუსი დაემატება. მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოქმედებს შეღავათები. შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ