სოფელ გურჯაანში გზის რეაბილიტაციაზე 320 ათას ლარზე მეტი იხარჯება

270

სოფელ გურჯაანში ქვემო წითელი უბნის გზის რეაბილიტაციაზე 320 ათას ლარზე მეტი იხარჯება. ამ ეტაპზე იგება ასფალტის პირველი საფარი. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯააანის ტელევიზია ავრცელებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდა.