რა ბედი ელის გურჯაანის ცენტრში მდებარე შადრევანს

285

რა ბედი ელის გურჯაანის ცენტრში მდებარე შადრევანს, ამ დრომდე უცნობია. მისი დემონატაჟის ან ამუშავების საკითხი წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ შადრევანთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გურჯაანელების აზრი კი ორად იყოფა. ნაწილი ამუშავებას, ნაწილი კი მის დემონტაჟს ითხოვს.

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, შადრევანი 2011 წელს გაკეთდა და ყოფილმა ხელისუფლებამ მის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 ათას ლარი დახარჯა.