დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ რეგულაციებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათი აპრილში, სავარაუდოდ, აღარ იქნება.
„კომენდანტის საათის მოხსნაზე, ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ… მეზობლებში, რომ გადახვალთ ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ: მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან წამოხვალთ და აი, ნახეთ?! ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ?! არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი?! დავაკვირდებით სიტუაციას არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.