უფლისციხეში, ე.წ. ძველი კლუბის ადგილზე გასართობი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, ხელოვნური საფარი, გარეგანათება, დაიდგა დეკორატიული სკამები. სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო
“უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა. სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე, გასართობი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. ეს ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი. სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი ადგილები მოვაწყოთ.“ – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გასულ წელს მუნიციპალიტეტში 22 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოებს ჯამში 916 024 ლარი მოხმარდა.