შინდისის ერთ-ერთ უბანს ახალი სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, 120 – მდე ოჯახს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
“დღემდე ე.წ. „ნახალოვკის“ უბანს, სოფლის სხვა უბნებისგან განსხვავებით, წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტი ითვალისწინებდა როგორც ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას.
სამუშაოებისთვის საჭირო თანხა – 474 474 ლარი, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გასულ წელს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება 14 სოფელში დაიგეგმა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.