წინა სტატია ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა ჩხოროწყუში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიისა და საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქცია ჩხოროწყუში დილიდან მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის, „ევროპული საქართველოს“ სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც 25 იანვარს ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან არიან კავშირში. აქციის მონაწილეებმა მიმართეს ნინო ლომჯარიას და ადგილზე მისვლა, ვითარების ობიექტურად შესწავლა სთხოვეს....
აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადაშენებული ამბულატორიების შენობების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ ორშაბათს გამართულ თათბირზე შესაბამის სამსახურებს დაავალა უზრუნველყონ ახალი ამბულატორიების ექიმებისთვის გადაცემის პროცესის დაჩქარება. ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიები ლევან მაკალათიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, დიმიტრი ცანავასთან ერთად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ. შენობები ტექნიკითა და...
წინა სტატია ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა საბინაო სამსახურის საქმიანობა შესწავლა და 40-მდე დარღვევა აღმოაჩინა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. აუდიტმა საბინაო სამსახურის მუშაობის 3 წლიანი პერიოდი (2017-2019) შეისწავლა. დასკვნის შედეგად გამოიკვერთა, რომ ძირითადი დარღვევები სამსახურს სახელმწიფო შესყიდვებზეა.  დასკვნაში წერია, რომ  არაკვალიფიციურად  შედგენილი დოკუმენტაციების გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა სამუშაოების განხორციელება. საუბარია, სახელმწიფო შესყიდვების  ვებ გვერდზე ასატვირთ დოკუმენტაციაზე. "რიგ შემთხვევებში არ არის...
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, მიმდინარე წელს ახალქალაქის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარუდოდ ვერ განხორციელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ანთიძემ ციხის რეაბილიტაცია გასულ წელს დაანონსა და თქვა, რომ ტერიტორიის გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. „ერთი დიდი პროექტია მოსამზადებელი, თან კვლევითი ნაწილია ჩასატარებელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანურ რესურს მოითხოვს და შემდეგ...
გორში შიდა ეზოების უმრავლესობა მოსაწესრგებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს მათ უბანში წყლის გუბეები დგება. ასეე ჩივიან, რომ ეზოებში ბავშვებს თამაშისთვის საჭირო პირობები არ აქვთ. ამ თემაზე რადიო მოზაიკა წერს. ამ პრობლემაზე საპასუხოდ, გორის მერია მოქალაქეებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამას ახსენებს. ესაა პროგრამა, რომლის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივით წარდგენილი პროექტები მერიის მიერ 90%-ით ფინანსდება, ხოლო დარჩენილი 10% -ს დაფინანსება თვით ამხანაგობების წევრ...
გორში, სოფლიდან ჩამოსულ მგზავრებს ქალაქის ტრანსპორტი ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოსადგურის ადმინისტრაციამ, მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრებმა ახალი ავტოსადგურიდან ქალაქში მოსახვედრად მარშრუტის ცვლილების გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს. ახალი ავტოსადგურიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მოქალაქეებს ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტუბუსები და ავტობუსები მგზავრებს ახალი ავტოსადგურიდან ემსახურებიან.     ინფორმაციისთვის, 1 - ლი თებერვლიდან, გორის ავტოსადგური წმინდაწყლის დასახლებაში გადავიდა.  
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში მიმსასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის დაგების სამუშაოების შესყიდვისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 949 653 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ტენდერში, მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტედბ 14-დან 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
video
მოახლოებული გაზაფხული, მოსალოდნელი წყალიდიდობები და საფრთხისშემცველი ხევები. უხვი ნალექი განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ხევის პირას მაცხოვრებლებს უქმნის. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ წყლის ადიდების მიზეზი კი ხშირად გაუწმენდავი კალაპოტებია. ასე გამოიყურება გურჯაანის ცენტრში ახტალის ხევი, სადაც ხშირად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. არადა წყალდიდობის დროს გურჯაანელებს ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ ეს ხევი უქმნის. დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ მისი გაწმენდა რეგურალურად...
გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მრავალბინიანი ეზოების მოასფალტების სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა განუცხადა. „ეს არის სულ ბოლო ეტაპი, რომლითაც მთავრდება ეზოების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები. პროექტი ორ ეტაპად იყო გაყოფილი. პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა. მეორე ეტაპის ბოლო სამუშაოებია ცხრა აპრილის ყველაზე დიდი ეზოების მოასფალტება, რომელიც 10 ათასი კვადრატული მეტრია. ეს სამუშაოები...
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ასამუშავებლად მძღოლების და ტექნიკური პერსონალის გადამზადება მოხდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, უკვე გადამზადებულია 20 მძღოლი. აღნიშნულ საკითხზე განცხადება მან ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას. ამ ეტაპზე შეირჩა და გადამზადდა 20 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი. გვაქვს 5 ახალი ავტობუსი და ველოდებით კიდევ 5-ის გადმოცემას. ამ დროისთვის...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტენდერებში, რომლებშიც კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ გაიმარჯვა, სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს - კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო. კვლევაში წერია, რომ გასულ წელს,...
ჩხოროწყუში მერის, დავით გოგუას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტზე გოგუამ რეაგირება დააგვიანა და ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩხოროწყუს საკრებულოს წევრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რამაზ გულუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მერი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მოწოდებას არ ასრულებს და დამნაშავეებს ხელს აფარებს. "ჩვენ ვითხოვთ მერთან შეხვედრას. დაველოდებით რამდენიმე წუთი, საკრებულოს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რესტორნების გახსნაზე მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასწავლო დაწესებულებების ამოქმედებაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენც გვიხარია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იქნება“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე და ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნა აუცილებლად ეტაპობრივი იქნება. „დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველაფრის შეზღუდვა, რომ მოიხსნას, 1 თვის შემდეგ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს,...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეფასებულია, რომ რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ვინაიდან ამ სივრცეში ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ. მისივე თქმით, გახსნა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. როგორც გაბუნიამ განმარტა, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მათვარი საშუალებაა. ჩვენ...
ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარეგანათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს. ცენტრალურ პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ. იგეგმება ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების...
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს. აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. „მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა. იმ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ