გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მრავალბინიანი ეზოების მოასფალტების სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება, – ამის შესახებ speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა განუცხადა.
„ეს არის სულ ბოლო ეტაპი, რომლითაც მთავრდება ეზოების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები. პროექტი ორ ეტაპად იყო გაყოფილი.
პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა. მეორე ეტაპის ბოლო სამუშაოებია ცხრა აპრილის ყველაზე დიდი ეზოების მოასფალტება, რომელიც 10 ათასი კვადრატული მეტრია. ეს სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება, რომლის ღირებულება იყო ჯამში 915 ათასი ლარი,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მოკლე დროში დაიწყება ქალაქში არსებული დანარჩენი კორპუსების ეზოების მოასფალტების ახალი ეტაპი. მომზადდება საპროექტო წინადადება და დაიწყება პროექტის შესყიდვის პროცედურა.