რა მდგომარეობაშია ახტალის ხევი გურჯაანში

449

მოახლოებული გაზაფხული, მოსალოდნელი წყალიდიდობები და საფრთხისშემცველი ხევები. უხვი ნალექი განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ხევის პირას მაცხოვრებლებს უქმნის. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ წყლის ადიდების მიზეზი კი ხშირად გაუწმენდავი კალაპოტებია. ასე გამოიყურება გურჯაანის ცენტრში ახტალის ხევი, სადაც ხშირად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. არადა წყალდიდობის დროს გურჯაანელებს ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ ეს ხევი უქმნის.

დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ მისი გაწმენდა რეგურალურად ხდება და ბოლოს ორი კვირის წინ დაასუფთავეს. დავით გოგებაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, იზრუნონ გარემოზე და არ დააბინძურონ ხევები.