გორში, სოფლიდან ჩამოსულ მგზავრებს ქალაქის ტრანსპორტი ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოსადგურის ადმინისტრაციამ, მას შემდეგ მიიღო, რაც მგზავრებმა ახალი ავტოსადგურიდან ქალაქში მოსახვედრად მარშრუტის ცვლილების გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს.
ახალი ავტოსადგურიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მოქალაქეებს ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტუბუსები და ავტობუსები მგზავრებს ახალი ავტოსადგურიდან ემსახურებიან.
ინფორმაციისთვის, 1 – ლი თებერვლიდან, გორის ავტოსადგური წმინდაწყლის დასახლებაში გადავიდა.