მარნეულის სოფელ ხოჯორნში მიმსასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

251

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში მიმსასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის დაგების სამუშაოების შესყიდვისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 949 653 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ტენდერში, მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტედბ 14-დან 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.