სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მალხაზ თორიას დანიშვნას მისი წინამორბედი და საქართველოს პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება.
მოწერელიას განცხადებით, მალხაზ თორია კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა და მას წარმატებებს უსურვებს.
,,მივესალმები მალხაზ თორიას დანიშვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ის აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მჯერა, რომ ასევე გააგრძელებს, მინდა წარმატებები ვუსურვო...
ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 687 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 563 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, დაჯარიმებულებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის...
სასტუმროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჩვენი ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის. საუბარია ახალ, მიზნობრივ ბაზრებზე, საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყნის ახალ იმიჯზე , ასევე თანამშრომლობაზე ჩვენსა და სასტუმროებს შორის სწორედ ამ ძლიერი მესიჯის ქვეყნის გარეთ გატანასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სასტუმროების ადმინისტრაციებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ...
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთსა და განახლებაში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, სკოლები 150-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები.
„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია მშენებლობა განხორციელდეს დადგენილი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. შეიქმნას სკოლებში სასწავლო პროცესისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი...
ისნის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში 19 872 571 ლარი დაიხარჯა.
ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 56 ქუჩაზე მოწესრიგდა: 7 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;
8 მისამართზე მიწისქვეშა კომიუნიკაციები მოწესრიგდა; 6 მისამართზე სპორტულ მოედანი მოეწყო; 15 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო; 56 მისამართზე სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.
ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული...
სამგორის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.
გამგეობის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოებია:
76 მისამართზე 134 900 კვ.მ ფართობი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა; მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-რეაბილიტაცია 34 მისამართზე განხორციელდა; 30 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; სპორტული მოედნები მოეწყო 11 მისამართზე; სავარჯიშო ტრენაჟორები 27 მისამართზე დამონტაჟდა;
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 280 პროექტი დაფინანსდა; 82 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა; 42 მისამართზე ახლით შეიცვალა...
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში 16 684,5 ლარი დაიხარჯა.
რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 56 326,08 კვ.მ ფართობზე - 2 943 799,74 ლარი:
5 725,90 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარი მოწესრიგდა;
შემოერთებულ ტერიტორიაზე, ივერთუბანში 9 მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი და 5 ქუჩა მოიხრეშა; მოეწყო გრუნტის დამჭერი 46...
რა გაკეთდა 2020 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 21 748 320 ლარი დაიხარჯა.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა; 14 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო; 5 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.
კიდევ ერთ მისამართზე დასასვენებელი და სპორტული სივრცე მოეწყო;10 მისამართზე...
გლდანის გამგეობამ 2020 წლის განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 25 453 312 ლარი დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 151 მისამართზე, 109 459 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა;
36 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები (სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელი და წყალარინების სისტემა) მოეწყო; 13 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;
18 მისამართზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები დამონტაჟდა;
29 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;
16 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა;
გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლებისა და კიბეების...
დიდუბის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 16 061 000 ლარი დაიხარჯა;
დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 67 586 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ასფალტის საფარი დაიგო მეტრეველის, ცაბაძის, ბათუმისა და ჭიაურელის ქუჩებზე;
მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 15 მისამართზე ჩაუტარდა, შეიცვალა 1 500 გრძ.მ სანიაღვრე ქსელი;
რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით, მოეწყო 11 მოსასვენებელი სივრცე....
ვაკის რაიონის გამგეობა 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, 2020 წლის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 19 მილიონ 504 689 ლარი დაიხარჯა.
ვაკის რაიონში განხორციელებული პროექტებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 64 886 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო და რეაბილიტირდა 7 სპორტული მოედანი; დამატებით, 45 მისამართზე სხვადასხვა დაზიანებული დეტალი შეკეთდა და გამოიცვალა.
10 მისამართზე გადახურულ სივრცეებში სავარჯიშო ტრენაჟორები...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე...
პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა - ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პიკის საათებში საცობები განპირობებული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილით გადაადგილდება.
"მეორე დღეა უკვე სრულად ამოქმედდა როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, ასევე მეტრო. რამდენიმე ლოკაციაზე განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ...
სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.
„ხარისხიანი, ეფექტური კოორდინაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, უკიდურესად მნიშნველოვანია. დღეს გვაქვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები,...
სტატიის გაგრძელება
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების...
მთაწმინდის გამგეობა 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 17 911 817.69 ლარი დაიხარჯა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 51 685 კვ. მ. ფართობზე მოეწყო: საგზაო ინფრასტრუქტურა ვერაზე, ი. ნიკოლაძის ქუჩასა და გ. ქუჩიშვილის ქუჩებზე მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 6144 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































