ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში 16 684,5 ლარი დაიხარჯა.
რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 56 326,08 კვ.მ ფართობზე – 2 943 799,74 ლარი:
5 725,90 კვადრატულ მეტრზე შიდა კვარტალური ეზოების ასფალტის საფარი მოწესრიგდა;
შემოერთებულ ტერიტორიაზე, ივერთუბანში 9 მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი და 5 ქუჩა მოიხრეშა; მოეწყო გრუნტის დამჭერი 46 კედელი – 2 003 890 ლარი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 22 სპორტულ მოედანს; 27 მისამართზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
ახალი სკვერი მოეწყო 6 მისამართზე – 542 629 ლარი; გროზნოს ქუჩაზე, 4 541 კვადრატულ მეტრზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი – 769 970 ლარი.
სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა 22 მისამართზე, რაზეც 138 503 ლარი დაიხარჯა:
გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 127 მისამართზე ჩატარდა;
რაიონის მასშტაბით დაირგო 82 ხე მცენარე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 177 პროექტი – 4 126 000 ლარი
34 საცხოვრებელი სახლი გამაგრდა -2 680 649,11 ლარი.
32 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი – 283 261,14 ლარი
28 მისამართზე მოეწყო წყალარინების ქსელი – 346 584,59 ლარი.
ჩოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 9 508 ნობათი დაურიგდა 8 230 მოქალაქეს.
2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 16 684,5 ლარი დაიხარჯა;