სამგორის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.
გამგეობის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოებია:
76 მისამართზე 134 900 კვ.მ ფართობი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა; მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-რეაბილიტაცია 34 მისამართზე განხორციელდა; 30 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა; სპორტული მოედნები მოეწყო 11 მისამართზე; სავარჯიშო ტრენაჟორები 27 მისამართზე დამონტაჟდა;
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 280 პროექტი დაფინანსდა; 82 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა; 42 მისამართზე ახლით შეიცვალა კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები; 38 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა; 32 მისამართზე სადარბაზოსა და კიბის რეაბილიტაცია განხორციელდა;
სამგორის რაიონში 15 000 ნობათი დარიგდა (მათ შორის: პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დახმარების პროგრამა, სააღდგომო და საახალწლო ნობათები);
2020 წლის განმავლობაში სამგორის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 27 106 623 ლარი დაიხარჯა.
მნიშვნელოვანი პროეტები განხორციელდა: თვალჭრელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდა; 23 420 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო სანიაღვრე ქსელი; პროექტის ბიუჯეტი 2 260 000 ლარია.
ლილოს დასახლებაში, ცენტრალური – სტურუას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ასფალტის საფარი დაიგო 21 050 კვ.მ ფართობზე; ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ეზოები და მოეწყო ტროტუარები; პროექტის ბიუჯეტი 719 600 ლარია.
წმინდა ბარბარეს უბანში სრულად მოეწყო სანიაღვრე სისტემები და შიდა გზები. ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ.მ ფართობზე; პროექტის ბიუჯეტი 480 300 ლარია.
სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო; 5 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა სკეიტ მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ზონა, ჩოგბურთის მაგიდა, სპორტული მოედანი, დასასვენებელი პავილიონები და სკამები. პროექტის ბიუჯეტი 829 115 ლარია.
ვარკეთილის მეორე და მესამე მიკრორაიონებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყო. ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, გახოკიძის ქუჩიდან ალექსიძის ქუჩამდე 26 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა, ხოლო მესამე მიკრორაიონის N312 კორპუსიდან N179 საჯარო სკოლამდე 7 630 კვ.მ ფართობი.
ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები და სკამები. გამწვანების სამუშაოები 13 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და მოეწყო სარწყავი სისტემა. პროეტის ბიუჯეტი 1 609 000 ლარია.