დიდუბის გამგეობა: 2020 წელს, განხორციელებული პროექტებში, 16 061 000 ლარი დაიხარჯა

439

დიდუბის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 16 061 000 ლარი დაიხარჯა;

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 67 586 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ასფალტის საფარი დაიგო მეტრეველის, ცაბაძის, ბათუმისა და ჭიაურელის ქუჩებზე;

მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 15 მისამართზე ჩაუტარდა, შეიცვალა 1 500 გრძ.მ სანიაღვრე ქსელი;

რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით, მოეწყო 11 მოსასვენებელი სივრცე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 სკვერს; 8000 კვ. მ ფართობზე მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 სპორტულ მოედანს;
2 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები;

გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 167 891 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. დაირგო 359 ხე-მცენარე. 8 მისამართზე განხორციელდა მულჩირების სამუშაოები;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: შეიცვალა 22 კორპუსის დაზიანებული სახურავი; განხორციელდა 22 ლიფტის რეაბილიტაცია; ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტები 28 მისამართზე ახალი თანამედროვე ლიფტით ჩანაცვლდა; გამაგრდა 7 ავარიული საცხოვრებელი სახლი;

ჩოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, დიდუბის რაიონის გამგეობამ 10 697 მარტოხელა ხანდაზმულსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადასცა.