გლდანის გამგეობა: 2020 წელს, განხორციელებული პროექტებისთვის, 25 453 312 ლარი დაიხარჯა

351

გლდანის გამგეობამ 2020 წლის განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში, 25 453 312 ლარი დაიხარჯა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 151 მისამართზე, 109 459 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა;
36 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები (სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელი და წყალარინების სისტემა) მოეწყო; 13 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;
18 მისამართზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები დამონტაჟდა;
29 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;
16 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა;

გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლებისა და კიბეების მოწყობის სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა; გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდთან მდებარე საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოს აღდგენა-გამაგრება განხორციელდა. 1 400 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

უსაფრთხოების მიზნით, 22 მისამართზე მოეწყო ლითონის მოაჯირები;
ნიადაგის მულჩირება 6 მისამართზე განხორციელდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ 160 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა;

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს, გლდანის გამგეობის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ჯამში,3 840 ნობათი დაურიგეს.

გლდანის რაიონში სასადილოს ბენეფიციარებისთვის ჯამში, 10 700 საახალწლო და სააღდგომო ნობათი დარიგდა.

2020 წლის განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 25 453 312 ლარი დაიხარჯა.