ისანში, 2020 წელს განხორციელებული პროექტებისთვის, 19 872 571 ლარი დაიხარჯა

357

ისნის რაიონის გამგეობამ 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გამგეობის ცნობით, 2020 წელს, ჯამში 19 872 571 ლარი დაიხარჯა.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს განხორციელებული სამუშაოებია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 56 ქუჩაზე მოწესრიგდა: 7 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო;
8 მისამართზე მიწისქვეშა კომიუნიკაციები მოწესრიგდა; 6 მისამართზე სპორტულ მოედანი მოეწყო; 15 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო; 56 მისამართზე სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.

ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 201 მისამართზე განხორციელდა.  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით 206 პროექტი განხორციელდა; 10 მისამართზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა; 63 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა; 47 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა; 32 მისამართზე სადარბაზოს და კიბის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ჩოვიდ 19 პანდემიის პირობებში მარტოხელა ხანდაზმულთათვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ისნის რაიონის გამგეობამ 4335 ნობათი დაარიგა.

2020 წელს შესრულებული სამუშაოებისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 19 872 571 ლარი დაიხარჯა.