ვაკის რაიონის გამგეობა 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, 2020 წლის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 19 მილიონ 504 689 ლარი დაიხარჯა.
ვაკის რაიონში განხორციელებული პროექტებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 64 886 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო და რეაბილიტირდა 7 სპორტული მოედანი; დამატებით, 45 მისამართზე სხვადასხვა დაზიანებული დეტალი შეკეთდა და გამოიცვალა.
10 მისამართზე გადახურულ სივრცეებში სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა;
24 მისამართზე კეთილმოეწყო და გამწვანდა დასასვენებელი სივრცეები;
7 მისამართზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედლები მოეწყო;
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში 224 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა: ავარიული ლიფტები 64 მისამართზე განახლდა; მრავალბინიანი კორპუსების სახურავები 64 მისამართზე რეაბილიტირდა;
გამაგრდა 3 ავარიული სახლი.
2020 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს და სხვა ადამიანებს 4 500 ნობათი გადაეცათ.
სულ, 2020 წლის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 19 მილიონ 504 689 ლარი დაიხარჯა.