რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული, კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკითხის წარდგენისას, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მიმდინარე წლის გეგმაში არის როგორც ის კანონპროექტები, რომელთა შემუშავებასაც გეგმავს კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით, აგრეთვე დაგეგმილია გასვლითი...
საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და უახლოეს მომავალში სკვერი მოეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი სრულდება. მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით და პროექტიც მათი ჩართულობით დაიგეგმა. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა....
წინა სტატია აჭარის მთავრობის სახლში აქციის მონაწილეებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრას უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვენ. მათი თქმით, შეკითხვები აქვთ, რომელსაც რეგიონის პირველი პირი არ პასუხობს. "ოცნების ქალაქის, სამივე დასახლებაში 1700 ოჯახს გასცეს პასუხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ყოველდღიურად ისედაც ვკონტაქტობთ. თორნიკე რიჟვაძეს ათ დღიან ვადას ვაძლევთ,...
საარჩევნო რეფორმა ისტორიული და უპრეცედენტოა - პრაქტიკულად გამორიცხულია სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა წინ გადადგმული თამამი ნაბიჯია. „საარჩევნო რეფორმას, რომელიც უკვე დაიწყო და სტარტი წარმატებით აიღო, არათუ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ შეგვიძლია ვუწოდოთ ისტორიული და უპრეცედენტო. შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ბედავს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში....
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ადგილობრივი თვითმმართველობა სარიტუალო სახლის მშენებლობას გეგმავს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, რიტუალების სახლის მშენებლობის ერთ-ერთ ადგილად მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრალური სტადიონი განიხილებოდა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის შემდგომ მერიას ალტერნატიული ფართის მოძიება მოუწია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ საიმერლოში რიტუალების სახლის მშენებლობა 2021 წელსაა დაგეგმილი. „ჯერ-ჯერობით გარკვეული არაა, მუშაობენ მაგ თემაზე და როდესაც შეარჩევს მოსახლეობა ადგილს,...
ზუგდიდის მერიამ მეორედ გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანასა და ვეტერინარულ მომსახურებაზე. 21 240 ლარის ღირებულების შესყიდვა არ შედგა, რადგან მასში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. რადიო "ათინათი" ოზურგეთის თავშესაფარს დაუკავშირდა, რომელსაც წლებია მუნიციპალიტეტიდან ცხოველები გაჰყავს. თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა ფასის სიმცირის გამო არ მიიღეს. "მანამდე ამ თავშესაფარს შპს ხელმძღვანელობდა. ახლა ინდ. მეწარმე ვართ და შესაბამისად გავხდით დღგ-ს გადამხდელები....
აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი „კირნათი ჰესის" და ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულები არიან და კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ. „ოცნების ქალაქში“, ორი წელია კატეგორია ვერ განისაზღვრა ვის აძლევენ ბინას....
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-20 რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 50 ავტობუსის შპს  „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ავტობუსები კომპანიას  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცემა. შეგახსენებთ, 60 ავტობუსები მერიას რეგიონული განვითარების ფონდიდან გადაეცა. ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებისა და დაწესებულებების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების გამოყენებისას დარღვევები გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, დარღვევებითაა გაფორმებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულება; შეუსაბამობაა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარით გაცემულ და მოიჯარის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართებს შორის; არაუფლებამოსილი პირების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენებულია საიჯარო ფართები; სამართლებრივი უფლების რეგისტრაციის გარეშე ხდება ქონების ფლობა; ასევე არის ფაქტები, როცა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროგრამის დაწყება. "გრძელდება მზადება ვაქცინაციის პროგრამისთვის. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა, მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი და ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროგრამა", — განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, საქართველოსთვის ვაქცინის მიღების მთავარი მექანიზმი კოვაქს პლატფორმაა, თუმცა, განიხილება კიდევ ორი ალტერნატივა — ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება მათთვის ჭარბი ვაქცინის...
ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს, არ არის ყველაფერი ისე მარტივად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს ყეველაფერს და აჯარიმებს დამრღვევებს. „ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და არ გაუარესდეს. სავარაუდოდ, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა იმ გარემოს დაცვის სფეროში იმ ძირითად პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. კომიტეტის სხდომაზე...
წინა სტატია შემდეგი სტატია თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი" არ აშენდება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მერიასა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დღეს 15:00 საათზეა შეხვედრაა დანიშნული და მხარეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან პრობლემური საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაჭრან. ხმალაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანია "ბუდაპეშტი" რეალობას აცდენილია, რადგან ჰგონიათ, რომ რაღაცები "გაუვათ", სინამდვილეში კი არ "გაუვათ". „თვითნებურად საჯარო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არავის შერჩება...
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის საკითხებს ეხება. „საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 29 იანვარს, გაავრცელა განცხადება სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რითაც, ასევე, ეხმიანებოდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021...
„კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული. „კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება. როდესაც მთლიანად მთელ ქვეყანაში მაჩვენებლები - შვიდდღიანი ინციდენტობა, 14 დღიანი ინციდენტობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციებში...
ბეღლეთისა და განახლების საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს სკოლები 150-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები. 2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ