თურნავა: ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს

373

ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს, არ არის ყველაფერი ისე მარტივად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს ყეველაფერს და აჯარიმებს დამრღვევებს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და არ გაუარესდეს. სავარაუდოდ, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა. დღეს ყველანი შეამჩნევდით ტრანსპორტის მოძრაობა რამდენად ინტენსიური გახდა, ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. გარდა ამისა, ვაჭრობის სფერო გაიხსნა, მათ შორის ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და სხვათა შორის, ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს და არ არის ყველაფერი ისე მარტივად. შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე გამოჩნდება უკვე შემდეგი მოქმედების ნაბიჯები. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.