მიუსაფარი ძაღლების ზუგდიდიდან თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს

382

ზუგდიდის მერიამ მეორედ გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანასა და ვეტერინარულ მომსახურებაზე. 21 240 ლარის ღირებულების შესყიდვა არ შედგა, რადგან მასში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

რადიო “ათინათი” ოზურგეთის თავშესაფარს დაუკავშირდა, რომელსაც წლებია მუნიციპალიტეტიდან ცხოველები გაჰყავს. თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა ფასის სიმცირის გამო არ მიიღეს.

“მანამდე ამ თავშესაფარს შპს ხელმძღვანელობდა. ახლა ინდ. მეწარმე ვართ და შესაბამისად გავხდით დღგ-ს გადამხდელები. აქედან გამომდინარე, ეს ფასი ჩვენთვის მცირეა”, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ  სანამ ტენდერი გამოცხადდება, მიმდინაროებს ბაზრის მოკვლევა და იმის მიხედვით დგიდნება ფასი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთვევას, ტენდერის ჩავარდნის მიზეზებს შესაბამისი სამსახური შეისწავლიდა. თუმცა მერიამ ტენდერი კვლავ ძველი ფასით და იგივე პირობებით გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, სოფელჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს “კოლოსმა”, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.