მდინარაძე: საარჩევნო რეფორმა ისტორიული და უპრეცედენტოა – პრაქტიკულად გამორიცხულია სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა

282

საარჩევნო რეფორმა ისტორიული და უპრეცედენტოა – პრაქტიკულად გამორიცხულია სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა წინ გადადგმული თამამი ნაბიჯია.

„საარჩევნო რეფორმას, რომელიც უკვე დაიწყო და სტარტი წარმატებით აიღო, არათუ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ შეგვიძლია ვუწოდოთ ისტორიული და უპრეცედენტო. შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ბედავს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში. რამდენი ქვეყანა ბედავს დაზღვევის და რისკების გამორიცხვის ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ერთის მხრივ მემორანდუმშია გაწერილი და მეორეს მხრივ უკვე ნორმებშიც აისახა. ისტორიულობაში და უპრეცედეტობაში ვგულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან თამამი ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ყველა კრიტიკული შენიშვნა და გავიაზროთ ოდნავ რაციონალური არგუმენტებიც თუ იქნება მასში“, – განაცხადა მდინარაძემ.