ბეღლეთისა და განახლების საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს სკოლები 150-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები.
2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით.