მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება. ცნობისთვის, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის...
ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დაბა წაღვერში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება. „წაღვერში მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით დაბის ცენტრში არსებული სანიაღვრე არხის მოწესრიგება და კეთილმოწყობა მოითხოვეს. დღეს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაბაში, ტიმოთესუბანსა და მზეთამზეში. მზეთამზეში ადგილობრივებმა სპორტულ მოედნამდე მისასვლელ გზაზე განათების დამონტაჟება...
ქედის მერია, იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივ ეკოავტობუსს შეიძენს, - ამის შესახებ პროექტს საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ხელი გუშინ მოაწერეს. პროექტი - "ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკოავტობუსის შეძენა" დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მაღალმთიან რეგიონებში. პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნება საზოგადოებრივი ეკოავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი...
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ვინაიდან, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. როგორც მდინარაძემ განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის სხდომაზე სრული შემადგენლობით დაუფიქსირეს მხარდაჭერა. „მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით...
წინა სტატია ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილმა ხაზი გაისვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. „ჩვენთვის ყველასთვის...
მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება. გარდა ამისა, ქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი. რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის...
შემდეგი სტატია პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, - ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. 2013-15 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. ის თანამდებობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს მიზეზის დასახელების გარეშე გადადგა. რამდენიმე წლის განმავლობაში ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ჩამოშორებული იყო, 2019 წელს კი მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავა. ის, ასევე, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური...
მმართველი პარტიის წევრმა და პარტიული სიით გასულმა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ბიგვავამ, უმრავლესობის რიგები დატოვა, - ამის შესახებ მან რადიო თბილისთან განაცხადა. “მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას. ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში. წერტილი!!! მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ...
მესამე დღეა გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უხვი ნალექის პირობებში, ტაძარი დროებითი გადახურვის იმედადაა დატოვებული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პროცესის შეჩერებას უამინდობას უკავშირებენ და ირწმუნებიან, რომ არც მთავარ ტაძარს და არც წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას საფრთხე არ ემუქრება. "გუშინ შევაჩერეთ სამუშაოები წვიმის გამო. ახლა ინტერიერში ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. ჩვენი შეფასების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ ტაძარზე დროებითი...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული. მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. სოფლებში: ჩხარსა და ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის - ,,სახლდაზიანების“, ფარგლებში აშენდა. რწმუნებულთან ერთად ადგილზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. ,,ახალაშენებული სახლი დღეს ჩვენ ორ ოჯახს გადავეცით. პროექტი თერჯოლაში წარმატებით გრძელდება და მუნიციპალიტეტში ახალი სახლები კიდევ აშენდება. გადაეცემა...
კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დასკვნით, ბათუმის ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 16 სართულიანი სასტუმროს აშენება დაუშვებელია - ინფორმაცია EMC ავრცელებს. კომპანია “ამბასადორ ბათუმს” ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საზოგადოება "ბათომი" და EMC სამართლებრივ დავას უახლოეს მომავალში იწყებენ. ''აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სასტუმროს მშენებლობის...
კერძო უმაღლესი სასწავლებლების და მაგისტრი სტუდენტების მიმართვას ბორჯომის მერია გამოეხმაურა.  თვითმმართველობიდან სტუდენტებს წერილობით აცნობეს, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და გაითვალისწინებენ, მაგრამ როდის, ეს წერილში განმარტებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და ყველა საგანში 91 ქულაზე მეტი აქვთ, მერიისგან 1 000 ლარს მიიღებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება კერძო უმაღლეს სასწავლებელის და...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაზალეთის თემის მოსახლეობასთან შეხვედრებით დღეს, 16 თებერვალს დაიწყო. საერთო კრებებზე უმრავლესობა გადაწყვეტს, რომელი პრობლემის მოგვარებას მოხმარდეს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ბაზალეთში (ჭიპაშვილების უბანი), ღარიხევში (ჭილოფისა და ბრუისის უბანი), წიფსა და ქროლში მოსახლეობამ გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყვიტა. წიფში ასევე მოიხრეშება გზა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაზალეთისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი, ღარიხევის, ქროლისა...
საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება. 15 თებერვლიდან, შაბათ-კვირის გარდა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა მუშაობა განაახლა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ხარაგაულში აგრარული ბაზარი მაინც დაკეტილია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის ბაზარი გასულის წლის მარტში დაიხურა და მას შემდეგ ბაზრის თანამშრომელთა ნაწილი ღია ცის ქვეშ ვაჭრობს. პარასკევსა და კვირას კი სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს თავიანთი პროდუქცის რეალიზება ქუჩაში უწევთ. „ხარაგაულში ბაზარი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან ერთად საფეხბურთო მოედანი მოინახულა და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო. იგეგმება საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ