ბორჯომში საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

364

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან ერთად საფეხბურთო მოედანი მოინახულა და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.

იგეგმება საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.