მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება

270

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი “ქართულმა ოცნებამ” თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.