პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა, – ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.
2013-15 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. ის თანამდებობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს მიზეზის დასახელების გარეშე გადადგა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ჩამოშორებული იყო, 2019 წელს კი მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავა. ის, ასევე, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ განაცხადა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.