მარნეულში ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილად ცენტრალური პარკი მიიჩნევა, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი სტუმრობს. რეკრეაციული ზონის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა გახსნიდან რამდენიმე თვეში, ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. 2020 წლის ივნისის თვეში მერიამ არსებული მდგომარეობა შეისწავლა და აღნიშნა, რომ საჭირო იყო დაჩქარებულიყო რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. პარკში უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაცვის...
ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. „ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა კონტრუქციული ოპოზიციისგან უნდა გავმიჯნოთ. კონსტრუქციულ ნაწილთან დიალოგზე არასდროს გვითქვამს უარი, ჩვენ დიალოგისთვის ვართ მზად...
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე  10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი მან ოპოზიციაზე, როგორც დესტრუქციულ ძალაზე საუბარს დაუთმო და დაასახელა პირველი 100 დღის გეგმა, რომლის განმავლობაშიც მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგი დამყარდება და  დესტრუქციული ძალები კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდებიან. "რაც შეეხება ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ამ სიტუაციაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა: პირველი 100 დღის განმავლობაში, პრიორიტეტული იქნება ქვეყანაში წესრიგის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაშუქებისა და საინფორმაციო ვებ გვერდებზე განთავსების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 020 ლარია, რაც 1020 ლარით მეტია შარშან, იგივე შინაარსის ტენდერისთვის გამოყოფილ თანხაზე. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციებისა და ანონსების განთავსება, არანაკლებ 10 საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე. 1....
19 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი. საკრებულოს სხდომაზე პირველი საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა. როგორც სხდომის მსვლელობისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, წლევანდელ ბიუჯეტს გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხები ემატება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „მოგახსენებთ, რომ 2020 წლის საბიუჯეტო წელი დასრულდა და რა თქმა უნდა ბიუჯეტში დარჩა...
ამ კვირაში გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველის სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შემსუბუქებები მიმდინარე კვირიდანვე ამოქმედდება. მან ასევე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინას მარტში მიიღებს. „შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების...
სამოქალაქო აქტივისტი ნაშირ ორდუხანოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საჯარო ინფორმაციის, ვებ-გვერდსა და ფეისბუქზე, აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებას ითხოვს. ნაშირმა ორი წლის წინ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიასაც მიმართა და თხოვა, რომ საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე აზერბაიჯანულ ენაზეც განთავსებულიყო, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ნაშირმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურიდიული დახმარებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას სასამრთლოში უჩივლა,...
19 თებერვალს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მარნეულის მერიის წინააღმდეგ შესული სარჩელი განიხილა. სარჩელის ავტორის რაშან ზიადალიევის განცხადებით, ის მარნეულის მერიისაგან ითხოვენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას მერიაში წერილების შეტანის შესაძლებლობა აზერბაიჯანულ ენაზე ჰქონდეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „როგორც ცნობილია, მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მარნეულის მერიაში განცხადების აზერბაიჯანულად შეტანა არ შეუძლიათ. მაგრამ არსებობს საერთაშორისო კონვენციები, მაგალითად ეთნიკური უმცირესობების შესახებ ევროპული კონვენცია სადაც...
გორში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ლენინის ორდენი გამოაკრეს. ეს ის ადგილია, სადაც გორის მერიამ რუსული წარმოების ტრენაროჟები დაამონტაჟა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  ლენინის "ორდენი'' შინდისის გმირების გამზირის #26 კორპუსის ეზოშია დამაგრებული. დაახლოებით, ერთი თვის წინ, ამავე ქუჩაზე, რუსული კომპანია "ტაქსი მაქსიმის'' რეკლამებიც გამოჩნდა. ეს რეკლამა ქუჩის აღმნიშვნელ აბრას წააწერეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ამ ორდენით გორის მერია, სწორედ, პრორუსული საქმიანობის გამო,...
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. 56 სოფლისთვის თანხები უკვე გადანაწილებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 648 000 ლარი 56 სოფელზე გადანაწილდება. რაში დახარჯავს მოსახლეობა კუთვნილ თანხას რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. განკუთვნილი თანხიდან ყველაზე მეტი 20 000 – 20 000 ლარი ორ სოფელში უდესა და არალში დაიხარჯება, ხოლო ყველაზე მცირე  10 000...
გორში ბიოლოგიური მასალების გამწმენდი მე-2 ნაგებობა შენდება. ელექტროფიკაციის დასახლებაში სამუშაოების 95% დასრულებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ანესაშვილი აღნიშნავს, რომ 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს რკინიგზა მერიას, რკინიგზის ქვეშ, მიკროგვირაბის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. კერძოდ, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობიდან მდინარე მტკვრამდე საჭიროა გადამუშავებული მასალის, კერძოდ, ტექნიკურ წყლის ჩაღვრა. ამისათვის, საჭიროა რკინიგზის ქვეშ, ჰორიზონტალური ბურღვითი...
ეკონომიკა და პოლიტიკა ქვეყანაში პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ - მოდით ვთქვათ პირდაპირ, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ჩვენ არაერთი ფასადური განახლების და ფასადური რეფორმების მომსწრე გავხდით, წინა მთავრობის დროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი...
გორი-კასპის მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსება 144 ათას ლარს შეადგენს, თანხის დიდი ნაწილი კი, ხელფასებზე დაიხარჯება. მაჟორიტარ გიორგი ხოჯევანიშვილს ბიურო როგორც კასპში, ასევე გორში აქვს გახსნილი, სადაც 5 ადამიანი მუშაობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გორის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილმა ბიუროებში მისი გარემოცვა დაასაქმა და ყველა მათგანს საკმაოდ შთამბეჭდავი ხელფასი აქვს. ჯაბახიძის მტკიცებით, დასაქმებულები აქტიურად იყვნენ ჩართული ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტექნოპარკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უზურფუქტით გადასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა და მიწის ნაკვეთი მერიის მფლობელობაში იქნება, თუმცა ტექნოპარკის ფუნქციონირებას აღნიშნული სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ტექნოპარკი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ახალგაზრდებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინოვაციური იდეა რეალობად აქციონ, თანამედროვე...
video
თელავის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის ცენტრალური მოედნის განვითარებასთან ერთად, თეატრის ტერიტორიაზე იგეგმება მუზეუმების, საგამოფენო სივრცეების მოწყობა. ასევე მოედნის გარშემო უნდა გაკეთდეს დამატებით საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც გააერთიანებს შიდა ეზოებს. სახლების მეპატრონეებს კი საშუალება მიეცემათ განავითარონ საკუთარი საცხოვრებელი ფართები და ეზოები. სახლების პირველ სართულებზე შეიძლება პატარა კაფეები, რესტორნები,...
ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში საერთო კრება და კონსულტაცია დღეს 12 სოფელში ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა. „მერმა ადგილობრივებთან სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა. სოფელ სვერში, თვალუეთსა და ცხრუკვეთში მოსახლეობამ არსებული სარიტუალო დარბაზების დასრულებას დაუჭირა მხარი. რაც შეეხება გეზრულის მცხოვრებლებს, მათ გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისკენ მიმართეს. სოფლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ