გორში ბიოლოგიური მასალების გამწმენდი მე-2 ნაგებობა შენდება

310

გორში ბიოლოგიური მასალების გამწმენდი მე-2 ნაგებობა შენდება. ელექტროფიკაციის დასახლებაში სამუშაოების 95% დასრულებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ანესაშვილი აღნიშნავს, რომ 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს რკინიგზა მერიას, რკინიგზის ქვეშ, მიკროგვირაბის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.

კერძოდ, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობიდან მდინარე მტკვრამდე საჭიროა გადამუშავებული მასალის, კერძოდ, ტექნიკურ წყლის ჩაღვრა. ამისათვის, საჭიროა რკინიგზის ქვეშ, ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების ჩატარება.

როგორც სამშენებლო კომპანიაში აღნიშნავენ, ამ დრომდე, ნებართვა არ მიუღიათ. შესაბამისად, ახალი ნაგებობის მშენებლობის ვადა 2021 წლის 12 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.

გორში, პირველი ბიოგამწმენდი ნაგებობა ორი წლის წინ სადგურის დასახლებაშიც აშენდა.