ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაშუქებისა და საინფორმაციო ვებ გვერდებზე განთავსების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 020 ლარია, რაც 1020 ლარით მეტია შარშან, იგივე შინაარსის ტენდერისთვის გამოყოფილ თანხაზე.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციებისა და ანონსების განთავსება, არანაკლებ 10 საინფორმაციო სააგენტოს ვებ გვერდზე.
1. მომსახურების მინიმალური ტექნიკური პირობებია – ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე შეუზღუდავი რაოდენობით; მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება – არანაკლებ 8 აქტივობა თვეში; არანაკლებ 3 სტატიის მომზადება და გამოქვეყნება თვეში; არანაკლებ 5 ინფორმაციის (ახალი ამბების) გავრცელება თვეში; ინფორმაციის გამოქვენება მინიმუმ ორ საინფორმაციო ვებ გვერდზე.
2. მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე (არანაკლებ 12 აქტივობა თვეში); მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება (არანაკლებ 12 აქტივობა თვეში);
3. ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე (შეუზღუდავი რაოდენობით); მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების ფოტო და ვიდეო გადაღება და მომზადება (მოთხოვნის შესაბამისად); სტატიების (სტატიების ციკლის) მომზადება და გამოქვეყნება (მოთხოვნის შესაბამისად); ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სრული საინფომაციო მხარაჭერის უზრუნველყოფა;
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება, მთავარ და თემატურ გვერდებზე (შეუზღუდავი რაოდენობით); მიწოდებული ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელება (არანაკლებ 2 აქტივობა თვეში).
ტენდერში გამარჯვებულმა, მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.