გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტექნოპარკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უზურფუქტით გადასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა და მიწის ნაკვეთი მერიის მფლობელობაში იქნება, თუმცა ტექნოპარკის ფუნქციონირებას აღნიშნული სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ტექნოპარკი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ახალგაზრდებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინოვაციური იდეა რეალობად აქციონ, თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლონ და კონფერენციებში მიიღონ მონაწილეობა. ტექნოპარკი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით აშენდა და პროექტზე 2 მილიონ ნახევარზე მეტი დაიხარჯა.