გორი-კასპის მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსება 144 ათას ლარს შეადგენს, თანხის დიდი ნაწილი კი, ხელფასებზე დაიხარჯება. მაჟორიტარ გიორგი ხოჯევანიშვილს ბიურო როგორც კასპში, ასევე გორში აქვს გახსნილი, სადაც 5 ადამიანი მუშაობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გორის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილმა ბიუროებში მისი გარემოცვა დაასაქმა და ყველა მათგანს საკმაოდ შთამბეჭდავი ხელფასი აქვს.
ჯაბახიძის მტკიცებით, დასაქმებულები აქტიურად იყვნენ ჩართული ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამოანიაში და დაკავებული იყვნენ პარტიული პოსტების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ამხელა თანხის დახარჯვა მაჟორიტარის კომფორტის ზონის შექმნისთვის დაუშვებელია რადგან ქვეყანაში უმძიმესი ფონია და ხალხი შიმშილობს.
საქართველოს პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი დეპუტატია, მათი ბიურორების მუშაობისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.