გორში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ლენინის ორდენი გამოაკრეს. ეს ის ადგილია, სადაც გორის მერიამ რუსული წარმოების ტრენაროჟები დაამონტაჟა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ლენინის “ორდენი” შინდისის გმირების გამზირის #26 კორპუსის ეზოშია დამაგრებული.
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ამავე ქუჩაზე, რუსული კომპანია “ტაქსი მაქსიმის” რეკლამებიც გამოჩნდა. ეს რეკლამა ქუჩის აღმნიშვნელ აბრას წააწერეს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ამ ორდენით გორის მერია, სწორედ, პრორუსული საქმიანობის გამო, დააჯილდოვეს.
გორის მერიას უკავშირდება ასევე ბიუჯეტის ფულით რუსული წარმოების პროდუქტების შეძენა. ეს პროდუქტები საშობაოდ სოციალურად დაუცველებს დაურიგეს.