დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვართ ძლიერი სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები “ნაციონალური...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები გამოძიების ფარგლებში ამოიღეს. აღნიშნულით უწყება პარტიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავებმა „სერვერები მოიპარეს“. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტიის ოფისი, მათ შორის წაღებულია სერვერები და სხვადასხვა ტექნიკა. „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა. ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს,...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ დააკავეს ნიკა მელია. კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას მადლობას უხდის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია "სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე" ჩატარდა. "ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას", - თქვა მან მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. მათ ბრალად სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობა ედებათ. დაკავებულებს შორის არიან: ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე. ენმ-ს ინფორმაციით, ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა. დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც, მათ შორის: ზუკა ბერძენიშვილი, ნიკუშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა,...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. როგორც ლომჯარია "ფეისბუქზე" წერს, აღნიშნულს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის...
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ: „მონა“, „გავრილოვის მონა“. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. სამართალდამცველებსა და აქციის მონწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია...
გაერთიანებული ოპოციზია დღის 15:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს - აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის შედეგად ნიკა მელია დააკავეს. "ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხსნი განმავლობაში იქნება სამწუხაროდ ჩამოურეცხავი. 3 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან", - თქვა გიგი უგულავამ. "ერთადერთი, სწორი პასუხი არის ამ ყველაფერზე მშიდობიანი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებისას პოლიციამ "პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები" გამოიყენა. მათი თქმით, "ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს". "სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ...
მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, დამტკიცებულია. 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. ახალი მთავრობის ფორმიერების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც ცნობილია, გახარიას გარდა, ახალ მთავრობაში აღარ არის მაია ცქიტიშვილი. ის ერთადერთი მინისტრია, ვინც უარი თქვა მინისტრთა ახალ კაბინეტში ყოფნაზე. ცქიტიშვილის ადგილი მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ დაიკავა. ქარსელაძის გარდა, მთავრობაში კიდევ...
ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია. „ოპოზიციის ლოგიკა არის შემდეგი, სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს....
ახალგაზრდობის სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს. აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. „მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის...
სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენასა და განვითარებაში, რომლებიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ გადახედვა დაანონსა. „ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გადახედვას და მასშტაბების გაზრდას საჭიროებს. პროგრამა თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. სახელმწიფო...
დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 94 700 განაცხადია დარეგისტრირებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, იანვრის განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო...
თბილისში ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. „ალბათ გახსოვთ, როდესაც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. ასევე, 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. „მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ